იუვენტუსის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ გუნდში რჩება და ეს დიდი ბონუსია.
„ის დიდი ბონუსია იუვესთვის, რადგან გოლების გარანტი ადამიანია. რა თქმა უნდა, მხოლოდ მის იმედზე არ ვართ, ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ.
…რონალდუ ყოველთვის კარგად ვარჯიშობდა. გაზეთებში ბევრ ჭორს ვკითხულობდი, მაგრამ გარწმუნებთ, რონალდუს ჩვენთვის არასოდეს უთქვამს, რომ წასვლა სურს“.
ამ ზაფხულს ხშირად იწერებოდა, რომ რონალდუ იუვედან მიდის და ყველაზე ხშირად რეალში „გადაჰყავდათ“.