ალეგრი კაპელოს გაუთანაბრდა

იტალიური სერია A-ს მე-19 ტურში, კალიარისთან გამარჯვების შემდეგ (2:0), იუვენტუსის დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი, სტატისტიკური მიღწევით გამოირჩა. 54 წლის სპეციალისტისთვის ეს 252-ე გამარჯვება აღმოჩნდა იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს გაუთანაბრდა, რომელსაც ამავე რაოდენობის მატჩების მოსაგებად 40 შეხვედრით მეტის ჩატარება მოუწია.

See the source image

ალეგრიმ მილანთან ერთად 2010-11 წლების სეზონში მოიგო სერია A. შემდეგ კი, 2015-19 წლებში იუვენტუსი ზედიზედ ხუთჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი და ორჯერაც (2014-15, 2016-17) ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *