ალექსანდრე თოდუა ორ თვეზე მეტი ვერ ითამაშებს

შავი ლომი ისრაელში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე მატჩში სამხრეთაფრიკელი ლეგიონერებით დაკომპლექტებულ თელავივ ჰითს ეთამაშება.

მეორე ტურის გადადებული შეხვედრა 18 დეკემბერს, თბილისის დროით 22 საათზე ფეთაჰ თიქვაში გაიმართება. ბოლო მატჩში, რომელშიც შავმა ლომმა რუსეთის ჩემპიონი ენისეი 27:20 დაამარცხა, კუნთი გაიწყვიტა და გუნდს ვერ დაეხმარება სანდრო თოდუა.

ლევან მაისაშვილი, შავი ლომის მთავარი მწვრთნელი:

“გიორგი ბაბუნაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და მწყობრშია. სამწუხაროდ, მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა სანდრო თოდუას. მან კუნთი გაიწყვიტა და 9-10 კვირა უქმობა მოუწევს. რამდენიმე მორაგბეს მიკრო ტრავმები აწუხებს. ისრაელში 28 მოთამაშეს ვიახლებთ და, შესაძლოა, ტრავმების გამო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ”.

თელავივ ჰითმა კი, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ენისეისთან 31:34 წააგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ისრაელში გამარჯვების შემთხვევაში შავი ლომი პლეი ოფში გავა.

სატურნირო მდგომარეობა

1.ენისეი – 16 ქულა, 2. შავი ლომი – 15, 3. თელავივ ჰითი – 14, 4. ლოკომოტივი – 5.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *