ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ჩემპიონია (Video)

პორტუგალიურ მონტემორში 18-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე  შესანიშნავად იასპარეზა ალექსანდრე წივწივაძემ. მან  ერთადგილიანი კანოეთი 500-მეტრიანი დისტანციის ფინალში ყველას აჯობა ოქროს მედალი მოიპოვა. მან დისტანცია წუთსა და 56 წამში დაფარა.

მეორე ადგილზე რუსი, ხოლო მესამეზე მოლდოველი ნიჩბოსანი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთადგილიანი კანოეთი 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედელი მარიამ ქერდიკაშვილმა მოიპოვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *