ალექსანდრ ზვერევი სტეფანოს ციციპასს გაუთანაბრდა

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმა პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში 7:5 6:4 დაამარცხა კასპერ რუუდი და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ATP TOUR-ზე გერმანელმა ჩოგბურთელმა უკანასკნელი 30 მატჩიდან 28 მოიგო. 2021 წელს კი უკვე 55-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით სეზონის ლიდერ სტეფანოს ციციპასს გაუთანაბრდა.
მიმდინარე სეზონში ზვერევი მესამედ გავიდა მასტერსის ნახევარფინალში, ხოლო კარიერაში მეთორმეტედ ითამაშებს 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/2 ფინალში.

null

საშას მომდევნო მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი დანილ მედვედევი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 7:6 6:4 მოუგო ჰუგო გასტონს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის მასტერსის შარშანდელ ფინალში მედვედევმა ზვერევს 5:7 6:4 6:1 სძლია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *