ალექსანდრ ზვერევი – 300

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმა 6:2 3:6 6:2 დაამარცხა ალექს დე მინორი და ვენის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.
გერმანელმა ჩოგბურთელმა პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა. მე-5 გეიმში საშამ კიდევ ერთხელ აართვა ავსტრალიელს ჩაწოდება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა პარტია ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:2.

null

მეორე სეტში ავსტრალიელი დროულად გამოფხიზლდა, რომელმაც „დაალაგა სიტუაცია“ საკუთარ ჩაწოდებაზე და მერვე გეიმში აქეთ შეძლო ზვერევის დაბრეიკება. ალექსმა მალევე შეძლო სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრება 1:1 (2:6 6:3).

მესამე, გადამწყვეტ პარტიაში, გერმანელმა დაიბრუნა კონცენტრაცია – საწყისი 3 გეიმის მოგებით სოლიდური ჰანდიკაპი შეიქმნა, რომელიც მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარც გაუშვია – 6:2 3:6 6:2.

საშამ მიმდინარე სეზონში 49-ე გამარჯვება მოიპოვა (13 მარცხის წილ), ხოლო კარიერაში საიუბილეო მე-300 მატჩი მოიგო (138 მარცხი). ზვერევს გამართული მატჩების 68.5% აქვს მოგებული.

null

24 წლის გერმანელს 17 ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის 5 მასტერსი და ტოკიოს ოლიმპიადა.

ვენის ტურნირის 1/4 ფინალში ზვერევის მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება. გერმანელი კანადელს ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *