ევრო 2020-ს იტალიის ნაკრების სახით პირველი ფინალისტი ჰყავს. სკუადრა აძურამ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან 1:1 ითამაშა და პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.
მატჩს ეტყობოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. რაც დრო გადიოდა სიფრთხილეც მატულობდა. პირველი ტაიმი ცუდი არ იყო, აი მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი გამოვიდა.
ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა. იტალიელთა სწრაფი შეტევა იმით დასრულდა, რომ ფედერიკო კიეზამ ბურთი მიიღო, საჯარიმოში შევიდა და მოხდენილი დარტყმით შეაგდო.
მე-80 წუთზე 1:1 გახდა. ალვარო მორატამ, რომელიც შეცვლიდან შევიდა და რომელსაც ბევრს აკრიტიკებდნენ, დონარუმას კარი აიღო და ესპანელები უზომოდ გაახარა.
საქმე საბოლოოდ პენალტებამდე მივიდა, სადაც იტალიამ ესპანეთს 3:2 მოუგო. გადამწყვეტი პენალტი ალვარო მორატამ გააფუჭა და ესე იქცა მატჩის გმირი ანტიგმირად.
იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში 11 ივლისს ითამაშებს. მანჩინის შეგირდები ინგლისი – დანიას შორის მოგებულს დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ფინალისტის ვინაობას ხვალ გაარკვევენ.