ალვეშის ადვოკატმა გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა – პასუხი ცნობილია

დანი ალვეშის ადვოკატმა ფეხბურთელის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა. Diario Sport-ის ინფორმაციით, ალვეშის წარმომადგენლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და 39 წლის ფეხბურთელი საპატიმროში რჩება.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მას ერთ-ერთი ღამის კლუბში სექსუალური შევიწროება ედება ბრალად. იმ შემთხვევაში თუ 39 წლის ფეხბურთელს ბრალდება დაუმტკიცდება, მას 4-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დანი ალვეშმა ამ საქმესთან დაკავშირებით, ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი კრისტობალ მარტელი დაიქირავა. იგი თავის დროზე ლეო მესის და კარლეს პუიოლის ოჯახებს იცავდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *