ალვეში და ბარსელონა – გადაწყდა

რამდენიმე დღის წინ დანი ალვეშმა განაცხადა, რომ მზად არის ბარსელონაში დაბრუნდეს და გუნდს დაეხმაროს. ბოლო ცნობებით, ბრაზილიელის კვლავ ბლაუგრანაში თამაში გამორიცხულია, რადგან ესპანელთა მესვეურები ამის სურვილს არ გამოთქვამენ.

ბარსას ხელმძღვანელები თვლიან, რომ ალვეშის დაბრუნება ოსკარ მინგესას და სერხიო დესტის განვითარებას ხელს შეუშლის. მოგეხსენებათ ბარსელონში მარჯვენა მცველად სწორედ ეს მოთამაშეები გამოდიან.

ალვეში ბარსელონაში 2008-16 წლებში თამაშობდა და ყველა ტიტული მოიგო რაზეც ხელი მიუწვდებოდა. იგი ბოლოს სან პაოლოში გამოდიოდა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *