დანი ალვეში 38 წლის არის, თუმცა კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას თქმით, გამოცდილ მარჯვენა მცველთან მოლაპარაკებებს ფლამენგო აწარმოებს. ფლამენგომ ფეხბურთელს 1 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.
ალვეში ბოლოს სან პაულოს ღირსებას იცავდა და გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფლამენგოში სერიოზული პრობლემები იყო, ბრაზილიელებს ალვეშის ვალი დაუგროვდათ. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, დანიმ განაცხადა, რომ გუნდი ვალს არ უხდიდა და მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ალვეში სან პაულოში 2019 წელს პსჟ-სთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ მივიდა. ამ გუნდის რიგებში მან 95 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.