ალიანს ჯგუფი: აუქციონი ჩაიშალა, მზად ვართ ტორპედოში სოლიდური ინვესტიცია განვახორციელოთ

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ ქუთაისის ტორპედოს წარუმატებელ აუქციონის ფაქტზე ალიანს ჯგუფის განცხადება:
იმის მაგივრად, რომ პოტენციური ინვესტორების დაინტერესება მომხდარიყო სხვადასხვა მიმზიდველი შეთავაზებით, კლუბის გასხვისების პირობები გაიწერა ბუნდოვნად და გამიზნულად თუ უნებლიედ რისკის შემცველ პერსპექტივებად.
ამიტომაც, ლოგიკურად, ბიზნესისათვის ეს აქტივი არ აღმოჩნდა საინტერესო და აუქციონი ჩაიშალა.
შესაბამისად, დადგა არასასურველი შედეგი, კლუბს ისევ არ ჰყავს ინვესტორი.
მზად ვართ, კიდევ უფრო კრიტიკული ვითარების მიუხედავად, სასწრაფო რეჟიმში შევიდეთ “ტორპედოს” მართვაში და განვახორციელოთ სოლიდური ინვესტიციები შემდეგი პირობებით:
1. დავფარავთ მიმდინარე სახელფასო დავალიანებებს
2. დავფარავთ ძველი ინვესტორის დავალიანებებს
3. მომავალი 2 წლის განმავლობაში კლუბის ბიუჯეტისთვის გამოვყოფთ მინიმუმ $6 მილიონს
4. მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს სხვა გაუგებარ არაღიარებულ, აღიარებულ თუ წარმოშობილ დავალიანებებს
ამ შემთხვევაში 1 სამუშაო კვირის განმავლობაში მზად ვართ დავიწყოთ კლუბის გადაფორმების და მართვის პროცესი. – ნათქვამია განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *