ალიზ კორნეს მოულოდნელი გამარჯვება სიმონა ჰალეპთან

32 წლის ფრანგმა ალიზ კორნემ ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში 6:4 3:6 6:4 სძლია მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან სიმონა ჰალეპს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი ალიზს უკეთესი გამოუვიდა – პირველ სეტში მან მეტოქეზე ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა(3-2) და პირველი პარტია 6:4 მოიგო.
მეორე სეტში კორნეს ჩავარდნა დაეწყო – ერთ მომენტში ზედიზედ 16 ქულა წააგო და მასთან ერთად პარტიაც 3:6.

მესამე, გადამწყვეტ სეტში, ფრანგმა ჩოგბურთელმა მეექვსე გეიმში ჯერ ბრეიკპოინტი მოიგერია, ხოლო მეშვიდეში უკვე თვითონ შეასრულა ბრეიკი და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ალიზ კორნეს კარიერაში ზედიზედ ექვსჯერ ქონდა წაგებული დიდი სლემის ტურნირების 1/8 ფინალში და ეს ცუდი სერია დღეს დაასრულა. ფრანგმა ჩოგბურთელმა 63-ე მცდელობით შეძლო გრანდ სლემის ტურნირის მეოტხედფინალში გასვლა და ამიტ WTA-ს რეკორდი დაამყარა.

1/4 ფინალში კორნეს მეტოქე ამერიკელი დანიელა კოლინზი იქნება, რომელმაც თავისმხრივ 4:6 6:4 6:4 მოუგო ელის მერტენსს.

Leave a comment

Your email address will not be published.