ალინა ურუშაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდეა (Video)

საფრანგეთის ქალაქ კურშაველში ახალგაზრდა მოციგურავეების გრან პრის ეტაპი დაიწყო. შეჯიბრებაში საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოდან მხოლო გოგონათა ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძე ასპარეობს.

მან მოკლე პროგრამით ასპარეზობაში 52,29 ქულა მიიღო და ახლა მეშვიდე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, თავისუფალ პროგრამაში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება, ურუშაძე საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ გრან პრის კურშაველის ეტაპზე 19 ქვეყნის 22 მოციგურავე ასპარეზობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *