საფრანგეთის ქალაქ ლიონში დასრულდა WTA-ს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ მატჩში ალისია პარკსმა 7:6 7:5 სძლია კაროლინა გარსიას და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა ქულებს საკუთარ ჩაწოდებაზე.
12 ნათამაშები გეიმის შემდეგ ბრეიკი არ დაფიქსირდა, შესაბამისად გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა.
“საჩოგბურთო ლატარეა” დრამატული გამოდგა – ჯერ ამერიკელს ქონდა სეტბოლი, შემდეგ ფრანგს, თუმცა ვერცერთმა ვერ შეძლო პირველი შანსის გამოყენება. 8:7-ზე ალისიამ ნანატრი მინი ბრეიკი გაახერხა და სეტიც მოიგო 7:6 (9-7).
მეორე პარტიაში ისევ ჩამწოდებელთა დომინაცია იყო. ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ მოწოდებაზე. 5:5-ზე კაროლინამ 3 ფარული სეტპოინტი მოიპოვა, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.
ვერგამოყენებული შანსებისთვის ფრანგი მომდევნო გეიმშივე დაისაჯა – პარკსმა წარმატებით შეძლო მეტოქის დაბრეიკება და მატჩიც მოიგო 7:6 7:5.
22 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო WTA TOUR-ზე.
ალისია დარბაზებში ბრწინვალედ ასპარეზობს – ზედიზედ 15 მატჩი აქვს მოგებული ( 2022 წლის ბოლოს მოიგო ორი 125 000 -იანი ტურნირი (ანდორა, ანჟე)).