ალკარასის ტრიუმფი შემაჯამებელ ტურნირზე

იტალიის ქალაქ მილანში დასრულდა წლის შემაჯამებელი ტურნირი U21 ჩოგბურთელთა შორის. ფინალურ შეხვედრაში 18 წლის კარლოს ალკარასმა 4:3 4:2 4:2 სძლია ამერიკელ სებასტიან კორდას და Next Gen ATP Finals-ის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ორი ღირსეული მოწინააღმდეგე შეხვდა ერთმაეთს – ორივე მათგანმა 3-3 შეხვედრა მოიგეს ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო შემდეგ წარმატებით გადალახეს ნახევარფინალური სტადიაც.

ფინალური მატჩის სასტარტო გეიმებში უკეთესად ამერიკელი კორდა გამოიყურებოდა – სებასტინმა 5 ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო. ესპანელმა ჩოგბურთელმა გაუძლო წნეხს და პარტია ტაიბრეიკზე გადაიყვანა, სადაც ოდნავ უკეთესად იასპარეზა და 7:5 იმარჯვა.

null

მეორე სეტში კარლოსმა ხელტ იგოდ როგორც სათამაშო, ასევე ფსიქოლოგიური უპირატესობა, რაც ანგარიშშიც ასახა – მე-5 გეიმში ბრეიკი შეასრულა და შემდეგ წარმატებით ჩააწოდა სეტზე 4:2.

პარტიებში 0:2-დან თამაშის დაქაჩვა ძალიან უნდა გაჭირვებოდა სებასტიანს და 21 წლის ამერიკელს ეს არც გამოუვიდა – მესამე სეტის მესამე გეიმში ალკარასმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ტურნირის ისტორიაში კარლოს ალკარასი გახდა მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც 18 წლის ასაკში მოიგო ტიტული, 2019 წელს ეს იტალიელმა იანიკ სინერმა შეძლო.

კარლოსმა გაიმეორა ანდრე მედვედევის მიერ 2002 წელს დამყარებული რეკორდი – 18 წლის ასკაში სეზონი 32 გამარჯვებით დაასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *