ალკარასის წარმატებული სტარტი მილანის ტურნირზე

იტალიის ქალაქ მილანში სტარტი აიღო U21 წლამდე ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელმა ტურნირმა. მსოფლიო რეიტინგის 32-ე ჩოგანმა კარლოს ალკარასმა 4:3 4:2 4:0 სძლია დანიელ ჰოლგერ რუნეს და A ჯგუფს ჩაუდგა სათავეში.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა სიტუაცია უაღრესად დაიძაბა მეხუთე გეიმში. 3:2-ზე ესპანელს მეტოქის ჩაწოდებაზე 3 სეტპოინტი ქონდა, თუმცა რუნემ ეს საფრთხე მოიგერია და პარტია ტაიბრეიკზე გადაიყვანა, სადაც მაინც დამარცხდა 6:8.

null

მეორე სეტში დანიელ ჩოგბურთელს პრობლემები უკვე მეხუთე გეიმში შეექმნა – კარლოსმა პირველივე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და 3:2 დაწინაურდა. მომდევნო გეიმში ალკარასმა წარმატებით ჩააწოდა და სეტიც მოგებით დაასრულა 4:2.

მესამე პარტიაში ბრძოლა უკვე აღარ ყოფილა – ესპანელმა ჩოგბურთელმა ფსიქოლოგიურად გატეხა დანიელი და სეტი 4:0 მოუგო, მასთან ერთად კი მატჩიც.

შეხვედრა 78 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში კარლოსის ანგარისზე 9 ეისი და 3 ბრეიკი იყო. ჰოლგერ რუნემ 2 ეისის წილ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერცერთხელ ვერ შეძლო ბრეიკპოინტამდე მისვლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *