ალკარასმა ჯოკოვიჩზე მეტი თანხა გამოიმუშავა

ATP-მ სეზონის მიწურულს რეიტინგის ტოპ 12-ის წარმომადგენლებს გაუნაწილა ბონუს თანხა, რომელიც ჯამში 11 მილიონ დოლარს შეადგენს.

null

ტოპ 12 ჩოგბურთელიდან მხოლოდ რვამ დააკმაყოფილა კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად ბონუსიდან სოლიდური თანხებიც “წაიღო”.

ოთხმა ჩოგბურთელმა არაკამარისი რაოდენობის “მასტერსებზე” იასპარეზა და შესაბამისად ბონუს თანხის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლოს, ATP-ის ბონუსის მისაღებად საჭიროა რეიტინგის ტოპ 12-ის წევრი იყო, მასტერსების უმრავლესობაზე ითამაშო და ასევე გაიარო კვალიფიკაცია შემაჯამებელ ტურნირზე.

null

ბონუს-თანხების დარიცხვის შემდეგ კარლოს ალკარასმა 2022 წელს გამომუშავებული საპრიზო თანხებით გადაასწრო ნოვაკ ჯოკოვიჩს და რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა (ჯოკოვიჩი ბონუსის გარეშე დარჩა, იგი უარობდა კოვიდ აცრის გაკეთებას, შესაბამისად 9 არსებული მასტერსიდან ოთხის გამოტოვება მოუწია – ცინცინატი, მაიამი, ინდიან უელსი, ტორონტო).

ტოპ ჩოგბურთელები, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს

1 (1) კარლოს ალკარასი $10 102 330
2 (5) ნოვაკ ჯოკოვიჩი 9 934 582
3 (2) რაფაელ ნადალი 9 368 326
4 (3) კასპერ რუუდი 8 126 816
5 (4) სტეფანოს ციციპასი 6 614 416
6 (6) ფელიქს ოჟე-ალიასიმი 4 801 292
7 (8) ანდრეი რუბლიოვი 4 666 954
8 (9) ტეილორ ფრიცი 4 570 481
9 (7) დანილ მედვედევი 4 178 524
10 (10) ჰუბერტ ჰურკაჩი 3 764 164
15 (12) ალექსანდრ ზვერევი 2 678 178
16 (11) ჰოლგერ რუნე 2 623 289

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *