კომპანია ლიდერბეთის მხარდაჭერით, UFC-ს ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი და მსუბუქი წონის ვარსკვლავი ალ იაქუინტა, მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფებიან. მებრძოლებისთვის ეს საქართველოში ყოფნის მესამე დღეა – ამ დროში მათ მოახერხეს გულშემატკივრებთან არაერთი შეხვედრის მოწყობა, საბრძოლო სემინარების ჩატარება, სხვადასხვა გადაცემებში სტუმრობა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნება. დღეს კი ისინი ქართულ კულტურას უშალოდ ეზიარნენ – ალჯამეინ სტერლინგმა “შინა ვორგილის” ფონზე სვანური ქუდითა და ხანჯლით, სვანური ცეკვა შეასრულა. ვიდეო ინსტაგრამზე ალ იაქუინტამ გამოაქვეყნა.
ალჯამეინ სტერლინგმა სვანური ცეკვა შეასრულა [VIDEO]
