ალ ხელაიფი – ბარსელონას და რეალის თავის ტკივილი…

მსოფლიო ფეხბურთის ორ გიგანტს – რეალსა და ბარსელონას საერთო მტერი ჰყავს და მას ალ ხელაიფი ჰქვია.

 

ვეინალდუმის კამპ ნოუზე გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, როდესაც საქმეში პსჟ ჩაერია, ფეხბურთელს ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა და თავისთან წაიყვანა.

 

ზოგადად, წარსულშიც ასე იყო: ბარსელონამ მარკო ვერატის ტრანსფერზე გაიწია, ბევრი ითქვა, დაიწერა, გაკეთდა, თუმცა ის არ შედგა. საპასუხოდ, პსჟ-მ ბლაუგრანადან ნეიმარი 222 მილიონ ევროდ იყიდა…

 

ალ ხელაეფი რეალსაც არაფერს უთმობს. ყველამ იცის, რომ კილიან მბაპეს ოცნების გუნდი მადრიდული გრანდია, თუმცა, 2017 წელს, როდესაც ფრანგი ჯერ კიდევ მონაკოში თამაშობდა. მისით ყველა ევროპული კლუბი ინტერესდებოდა – მოწინავენი პსჟ და რეალი იყვნენ. ის ბრძოლა პარიზელებმა მოიგეს.

 

კილიანს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა ალ ხელაეფი გამორიცხავს, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს. რეალი იბრძვის, რომ კონტრაქტი ფრანგს გაუფორმოს, თუმცა ზიდანის წასვლის შემდეგ, ამ ტრანსფერის ალბათობა მკვეთრად შემცირდა.

 

ვნახოთ ეს ბრძოლა როგორ დასრულდება…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *