ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ალ-ხელაიფის [პსჟ-ის პრეზიდენტი] მიმართ უკამყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატა.
აქამდე, ლა ლიგამ უეფაში სარჩელი შეიტანა და პსჟ-ს ფინანსური „სამართლიანი წესების“ დარღვევაში დაადანაშაულა, მოტივად კი ფეხბურთის სიწმინდე დაასახელა.
ამასთან დაკავშირებით, ალ-ხელაიფმა ასეთი კომენტარი გააკეთა
„ყოველ წელს იგივეა. როგორ მოიქცნენ, არავის ვასწავლით და არც გვინდა გვასწავლონ. ჩვენ პროექტის მშენებლობას განვაგრძობთ“
ტებასი ამან ძალიან გააბრაზა:
„ალ-ხელაიფი ახალ ლეველზე გადავიდა. ყველა სულელებად გამოვყავართ (საკუთარი ტყუილებისაც აღარ სჯერა), მარკას ოფისში მოდის და მდიდარი სიამაყე/ამპარტავნებით ლექციებს გვიკითხავს.
პსჟ-თვის წესები არ არსებობს. ფეხბურთის სტაბილურებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ, რომელშიც ტყუილები აღარ იქნება,“ – თქვა ტებასმა.