“ამაზე უნდა დავფიქრდე” – კონორი ოლივეირას გამოწვევას პასუხობს

UFC 274-ის მთავარ ორთაბრძოლაში ჩარლზ ოლივეირამ ჯასტინ გეიჯი პირველივე რაუნდში მოახრჩო და ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა. ბრაზილიელმა მებრძოლმა UFC-ის მსუბუქი წონის ქამარი აწონებზე დაკარგა, როდესაც ის დაშვებულ ნორმაზე 200 გრამით მეტი იყო, მას წონის დასაფიქსირებლად 1 საათი მისცეს მაგრამ დაკლება ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე გამართული ბრძოლა სატიტულოდ მხოლოდ ჯასტინ გეიჯისთვის იყო. ოქტაგონზე მიცემულ ინტერვიუში კი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. ირლანდიელს პასუხის გასაცემად დიდი დრო არ დასჭირდა. მან გამოწვევას ტვიტერზე უპასუხა თუმცა პოსტი მალევე წაშალა.

“არ ვარ დარწმუნებული რომ წონის დაკლება მსურს. მომწონს როცა მაცივარივით გამოვიყურები. ვგრძნობ რომ საკუთარ გაბარიტებში მსურს ბრძოლა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ყველაფერი შემდეგ ვნახო. თუმცა 100%-ით დარწმუნებული ვარ, მინდა ვიჩხუბო ბრაზილიელებთან. მიყვარს ბრაზილია და მათ წინააღმდეგ დაუმარცხებელი ვარ. ყველას ნოკაუტით მოვუგე. ამ საკითხზე უნდა დავფიქრდე” – უპასუხა ირლანდიელმა ტვიტერზე.

კონორ მაკგრეგორი კარიერაში ორ ბრაზილიელს შეხვდა – დიეგუ ბრანდაუსა და ჟოზე ალდოს. ორივე მათგანი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ალდო სატიტულო ორთაბრძოლაში საერთოდ 13 წამში დაანოკაუტა.

Screenshot-2022-05-08-at-11-55-26
host image

Leave a comment

Your email address will not be published.