ამას მხოლოდ იდიოტი თუ იზამდა

19 წლის პედრიონიო ატლეტიკო პარანაენსმა თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. ამ ამბავში გასაკვირი არაფერია, სანამ დეტალებს ჩავუღრმავდებით.

ფეხბურთელის წინა კლუბი ბაიას ვიტორია იყო. ატლეტიკომ გუნდს პედრინიოს ტრანსფერზე მიმართა და მასში 8,5 მილიონი რეალი (1,7 მილიონი ევრო) შესთავაზა. წინადადება ვიტორიასთვის მისაღები იყო, ფეხბურთელი განაცხადიდან ამოიღო, კონტრაქტის ანულირება მოახდინა, როდესაც ატლეტიკომ წინადადება გააუქმა და პედრინიო თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა…

ვიტორიამ სასამართლოს მიმართა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი სუფთაა. ახლა, კლუბი ცდილობს, რომ კონტრაქტის დარღვევის გამო ატლეტიკოზე ზეწოლა მოახდინოს, თუმცა იქ აცხადებენ – მოლაპარაკებები საერთოდ არ დასრულებულა და ამიტომაც ვალდებულები არაფერზე ვართო…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *