ამაშუკელის დებიუტი და ტური სენსაციების გარეშე (Video)

ნოემბრის ტესტები გახურდა. ყველაზე საინტერესო პარიზში, სტად დე ფრანსზე საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრების მატჩი იყო. ლე ბლომ პირველ ტაიმში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. თუმცა, შესვენების შემდეგ გუნდი ერთბაშად შეიცვალა და საბოლოოდ პუმები ცხრაქულიანი უპირატესობით დაამარცხა – 29:20. შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს ბორჯღალოსნები სწორედ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. მატჩი ბორდოში გაიმართება.

კარდიფში, ულსისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირება არანაკლებ დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მსოფლიოს თასი მფლობელ ბოკეს 70 წუთის განმავლობაში ამარცხებდნენ 18:15, მაგრამ დასკვნით 10 წუთში სტუმრებმა თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს, თითო ლელო და საჯარიმო გაიტანეს და 23:18 მოიგეს.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა იაპონიის ნაკრების უსუსური თამაში იყო, რომელმაც დუბლინში, ავივა სთედიუმზე ირლანდიის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 5:60 წააგო. ამ მატჩის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი გახლდათ.

სენსაციის სუნი დატრილდა ესპანეთისა და ფიჯის ნაკრებების მატჩში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ესპანელებმა, რომლებიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეები არიან, პირველი ტაიმი 13:12 მოიგეს. თუმცა, კუნძულელებმა, ვისთანაც ბორჯღალოსნებს 20 ნოემბერს უწევთ თამაში, მეორე ტაიმში მაქსიმალურად მობილიზებულებმა იასპარეზეს, ესპანეთს მონაგარის გაზრდის საშუალება არ მისცეს და 43:12 დაამარცხეს.

ამასობაში, გაიმართა მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის ერთი მატჩი. რუსეთის ნაკრები ნიდერლანდებს ესტუმრა და 35:8 მოუგო. რუსებმა ერთი საპრემიო ქულაც აიღეს.

ნოემბრის ტესტები

იტალია-ახ.ზელანდია 9:47

ირლანდია-იაპონია 60:5

ინგლისი-ტონგა 69:3

უელსი-სამ.აფრიკა 18:23

საფრანგეთი-არგენტინა 29:20

ესპანეთი-ფიჯი 13:43

პორტუგალია-კანადა 20:17

ნიდერლანდები-რუსეთი 8:35

7 ნოემბერი

რუმინეთი-ურუგვაი

შოტლანდია-ავსტრალია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *