“ამდენი ტიტული მოვიგე, ის კაცი კი მასწავლიდა პასი სად გამეკეთებინა…”

სესკ ფაბრეგასმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ჩელსში თამაშობდა და მწვრთნელი ანტონიო კონტე გახლდათ. ცნობილია, რომ ფაბრეგასსა და კონტეს მთლად ტკბილი ურთიერთობა არ ჰქონდათ.

„პირველად ვნახე ადამიანი, რომელსაც უნდოდა, რომ ყველაფერი მის გარშემო ისე გაეკეთებინათ, როგორც თავად სურდა. თითქოს სკოლაში დავდიოდი. კონტე გიხსნიდა ყველა ეტაპს, მეკარისგან ბურთის შემოყვანიდან კუთხურის ჩაწოდებამდე. ყველა ნაბიჯი.

…ბევრი სირბილი, მაღალი ინტენსივობა, დიდხნიანი ვარჯიშები ორჯერ დღეში, პლუს სატრენაჟორო დარბაზი. ხშირად ინტუიციით ვმოქმედებდი. პასს ვაკეთებდი იქ, სადაც ვგრძნობდი, რომ მეტოქეს ხიფათი შეექმნებოდა. ვმუშაობდი პეპ გვარდიოლასთან და მის მსგავს მწვრთნელებთან, აი კონტესთან კი არანაირი თავისუფლების საშუალება არ მეძლეოდა. კონტე მითითებდა, თუ სად გამეკეთებინა პასი. წარმოიდგინეთ, ზედიზედ სამი დიდი ტურნირის ფინალი ვითამაშე, ამდენი დიდი ტიტული მოვიგე, ის კაცი კი მეუბნებოდა, პასი სად  უნდა გამეკეთებინა! ეს რაღაც იდეალურ მექანიზმს ჰგავდა. არანაირი თავისუფლება…სამაგიეროდ გუნდში ყველამ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და ეს დამეხმარა“

34 წლის ფაბრეგასი ახლა მონაკოშია, კონტე კი ტოტენჰემში…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *