ანალიტიკურმა კომპანიამ – Morning Consult-მა ა.შ.შ-ს მოსახლეობა გამოკითხა და გამოავლინა ამერიკელთა ყველა დროის ყველაზე საყვარელი სპორტსმენი.
პირველობა არავის დაუთმო “ჩიკაგო ბულზის” საკალათბურთო ლეგენდამ – მაიკლ ჯორდანმა. მან ხმების 19 % მიიღო და დიდი უპირატესობით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ტომ ბრეიდის (12%).
კალათბურთელთა მხრიდან მეხუთე ადგილზე კობი ბრაიანტი გავიდა (5%) , ხოლო ლებრონ ჯეიმსი მეექვსეზე (4%).
ყველა დროის საუკეთესო სპორტმენები
1.მაიკლ ჯორდანი – 19%
2. ტომ ბრეიდი – 12%
3. მოჰამედ ალი – 8%
4. ბეიბ რუტი – 7%
5.კობი ბრაიანტი – 5%
6. ლებრონ ჯეიმსი – 4%
7. ჯიმ ტორპი – 4%
8. ლიონელ მესი – 3%
9. პელე – 3%
10. სერენა უილიამსი – 3%
NHL-ის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერმა უეინ გრეცკიმ 11-16 ადგილები გაიყო სიმონა ბაილსთან, ტაიგერ ვუდსთან, მაიკლ ფელპსთან, ჯესი ოუენსთან და ბო ჯექსონთან.