ამერიკელებმა ოფიციალური განაცხადი გააკეთეს

ამერიკის შეერთებული შტატების რაგბის კავშირმა 2027 ან 2031 წლის მსოფლიოს თასის ჩატარების უფლების მოპოვების თაობაზე მსოფლიო რაგბის ოფიციალურად მიმართა.

მსოფლიო რაგბი 2027 და 2031 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლებს მომავალ წელს დაასახელებს. აშშ-ს კონკურენტი ავსტრალიაა, რომელის შანსიც 2027 წელს უფრო რეალურად განიხილება. ამ შემთხვევაში აშშ-ს 2031 წლის მსოფლიოს თასის გამართვის უფელბა ერგება წილად. თუმცა, აქ შესაძლოა საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს. ერთი თვის წინათ მსოფლოს თასის ერთობლივად გამართვის სურვილი დიდი ბრიტანეთის ქვეყნება გააცხადეს. თუმცა, ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებიათ.

“ერთი წელიწადია ამ თემაზე ვმუშაობთ. მსოფლიოს თასის მასპინძლობის სურვილი აშშ-ს 28 ქალაქმა გამოთქვა, სადაც სუპერთანამედროვე ინფრასტრუქტურაა.  მათ შორის არიან მაიამი ჰარდ როკ სთედიუმი და სან ფარნცისკოს ლევის სთედიუმი. დარწმუნებულნი ვართ, მსოფლიოს თასის ჩვენს ქვეყანაში გამართვა რაგბის უცილობელ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.” – თქვა აშშ-ს მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმი ბრაუნმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *