ნაპოლიმ სერია ა-ს 22-ე ტურში კრემონეზე 3:0 დაამარცხა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელიც მატჩის დაწყებისას იუბილარი გახლდათ. ეს შეხვედრა ამერიკულ CBS-ზე გადაიცემოდა. შეხვედრის კომენტატორმა გოლის გამეორებისას ქართველ შემტევს დაბადების დღე ქართულად მიულოცა.
საამაყოა როცა ამერიკაში ახალგაზრდა ქართველ ბიჭს დაბადების დღეს სწორედ ქართულად ულოცავენ. საამაყო და სასიხარულო.