“ამის მერე პოგბამ მანჩესტერში კიდევ უნდა ითამაშოს?!”

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა… სქოულზი ამბობს, რომ პოგბამ წესით აღარც უნდა ითამაშოს მანიუში. ადრეც არ იყო მასზე დიდი აზრის, მაგრამ ლივერპულთან 0:5-ის და თან ფრანგის გაძევების მერე ძალიან გაბრაზდა. ისე, ერთად თამაშობდნენ, მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა – 19 წელი.

„წარმოიდგინეთ, პოგბა შემოდის მოედანზე, რათა გუნდს დაეხმაროს, ცოტა სოლიდარობა დაუბრუნოს, ნახევარდაცვაში თავისი კლასი აჩვენოს და… ამ დროს გოლს ჩუქნის ლივერპულს. მერე უაზროდ ფეხებში ვარდნისთვის აძევებენ. ძალაუნებურად გაიფიქრებ: თუ სულშერი გუნდში იქნება, პოგბას კიდევ ვნახავთ მანჩესტერის მაისურით?

…ბოლო წლებში პოგბას მხოლოდ ქაოსი შემოაქვს. ყველამ იცის მისი ტალანტის შესახებ, ყველა ენდობა, მაგრამ მიუხედავად ამ გადამეტებული ყურადღებისა, მან ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, მერე კი გამოდის და ასეთ რამეს აკეთებს მოედანზე.

…პოგბა ალბათ ისევ ითამაშებს, არა? მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მანჩესტერი არაფერს დაკარგავს, თუ მას საერთოდ აღარ ათამაშებენ. პოგბას ბევრი შანსი მიეცა. სულ ამბობს, რომ სტაბილურობა არ ჰყოფნის და საამისოდ სულ მოედანზე ყოფნა სჭირდება, მაგრამ რაც მან ლივერპულთან გააკეთა, მხოლოდ უდისციპლინობა და უპატივცემულობაა“ (The Sun)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *