ამოალაგე ჩემოდნიდან!.. ენრიკეს უყვარს ბავშვები (+video)

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მორიგი სიურპრიზები მოაწყო. 1. ჩემოდნებიდან იღებდა ბარათებს, რომელზეც გამოძახებული ფეხბურთელების სახელები ეწერა, 2. შემადგენლობაში ახალი თინეიჯერები გამოიძახა, ბარსელონას 17 წლის ნახევარმცველი გავი და ვილიარეალის 18 წლის შემტევი იერემი პინო. რა თქმა უნდა, სიაშია პედრიც.

ესპანეთი და საქართველო ერთ ჯგუფში არიან. ესპანეთს 6 ოქტომბერს ამხანაგური მატჩი აქვს იტალიასთან გასვლაზე, ხოლო ნოემბერში შესარჩევის ორი თამაში რჩება: სტუმრად საბერძნეთთან და შინ შვედეთთან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *