ამოასუნთქეთ !

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ესპანელთა შემადგენლობაში გამოვიდა ბარსელონას ნახევარმცველი პედრი.

ეს მისთვის 73-ე (!) შეხვედრა იყო 2020-2021 წლების სეზონში. ბარსაში მისი 52 მატჩი ასე განაწილდა: ლა ლიგა – 37, ჩემპიონთა ლიგა – 7, ესპანეთის თასი – 6, ესპანეთის სუპერთასი – 2.

See the source image

ამას გარდა პედრიმ დაიცვა ეროვნული (10 მატჩი), ოლიმპიური (7) და ახალგზრდული (4) ნაკრებების ღირსება.

და ეს ყველაფერი გასული წლის 3 სექტემბრის შემდეგ, ანუ საშუალოდ 4,5 დღეში ერთხელ. უახლოესი შეხვედრა კი ბარსელონას ლა ლიგაში უკვე 15 აგვისტოს უწევს.

ფანტასტიკაა! შარშან პედრის სატრანსფერო ფასი 7,2 მილიონი იყო. დღეს 80 მილიონია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *