NBA-მ გამოაქვეყნა იმ კალათბურთელთა სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამომავალ ვარსკვლავთა მინი ტურნირში (NBA RISING STAR). NBA-ს ოლსტარი 18-20 თებერვალს, ქალაქ კლივლენდში, Rocket Mortgage Fieldhouse-ში გაიმართება, ამომავალ ვარსკვლავთა ტურნირს კი პირველი სათამაშო დღე დაეთმობა.
კოვდი პანდემიის გამო NBA-მ გადაწყვიტა შეეცვალა Rising Star-ის ჩატარების ფორმატი. ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელების ასისტენტებმა აარჩიეს 12 პირველწლიანი მოთამაშე, 12 მოთამაშე- რომელიც ლიგაში მეორე სეზონს ატარებს და მათ დაემატათ G ლიგიდან 4 გამაორჩეული კალათბურთელი.
28 მოთამაშეს 4 გუნდში გადაანაწილებენ (თითოეულ გუნდში 7 კალათბურთელი). ნახევარფინალებში გამარჯვებული ის გუნდები იქნებიან, რომლებიც პირველები მიაღწევენ 50 ქულიან ზღვარს, ფინალში კი გამარჯვებული ის გუნდი გახდება, რომელიც მეტოქეზე სწრაფად მივა 25 ქულიან ზღვარზე.
— NBA (@NBA) January 25, 2022
ოთხივე გუნდს NBA-ს ლეგენდარული მოთამაშეებიდან ერთერთი გაწვრთნის (ლეგენდები აირჩევა NBA 75-ის სიიდან). დრაფტზეც სწორედ ახალი „მწვრთნელები“ აირჩევენ კალათბურთელებს.
პირველ წლიანების ნაკრები (rookies)
უკანა ხაზი: ჯეილენ საგსი (ორლანდო), დევონ მიჩელი (საკრამენტო), ჯეილენ გრინი (ჰიუსტონი), კრის დუარტე (ინდიანა), აიო დოსუნმუ (ჩიკაგო), კეიდ კანინგჰემი (დეტროიტი)
ფორვარდები: ფრანც ვაგნერი (ორლანდო), ალპერენ შენგიუნი (ჰიუსტონი), ევან მობლი (კლივლენდი), ჰერბერტ ჯონსი (ნიუ ორლეანი), ჯოშ გიდი (ოკლაჰომა), სკოტი ბარნსი (ტორონტო).
მეორე წლიანების ნაკრები (Sophomores)
უკანა ხაზი: ტაირის მქსი (ფილადელფია), ტაირის ჰალიბარტონი (საკრამენტო), ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ლამელო ბოლი (შარლოტი), დეზმონდ ბეინი (მემფისი), კოულ ენტონი (ორლანდო)
წინა ხაზი: აიზია სტიუარტი (დეტროიტი), ჯეისონ ტეიტი (ჰიუსტონი), აიზეკ ოკორო (კლივლენდი), ჯეიდენ მაკდენიელსი (მინესოტა), სადიკ ბეი 9დეტროიტი), პრეშეს აჩიუვა (ტორონტო).
G-ლიგის წარმომადგენლები:
უკანა ხაზი: დეისონ დენიელსი, ჯეიდენ ჰარდი, სკუტ ჰენდერსონი
ფორვარდი: მარჯონ ბოშამპი.