კლივლენდში სტარტი აიღო NBA-ს “ALL STAR”-ის კვირეულმა. პირველ დღეს ჯერ ცნობადი სახეების საკალათბურთო მატჩი შედგა, ხოლო შემდეგ კი ოთხი გუნდის მინი ტურნირი გაიმართა,რომელშიც ლიგის პირველ და მეორე წლიანი მოთამაშეები იღებდნენ მონაწილეობას.
ცნობადი სახეების მატჩში ერთმანეთს ბილ ვოლტონის და დომინიკ ვილკინსის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ვოლტონის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა 65-51, საუკეთესო კი ალექს ტუსანი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა დააგროვა.
ამომავალ ვარსკვლავთა ტურნირი
ტურნირის წესების მიხედვით, ლიგის პირველ და მეორე წლიანი მოთამაშეები (ჯამში 28 კალათბურთელი) 4 გუნდში გადანაწილდნენ (თითოეულში 7-7). ნახევარფინალურ სტადიაზე მატჩის გამარჯვებული ხდებოდა ის გუნდი, რომელიც პირველი მიაღწევდა 50 ქულიან ზღვარს, ხოლო ფინალში მატჩი 25 ქულის ჩაგდებამდე იყო. (წელს NBA აღნიშნავს ლიგის დაარსების 75 წლისთავს, შესაბამისად სიმბოლურად დაამთხვიეს ციფრები 50+25).
1/2 ფინალური სტადია
აიზია ტომასის გუნდი – ჯეიმს უორტის გუნდი 50:49
აიზიას გუნდი: ბეი (16), სტიუარტი (10+6 მოხსნა), ბეინი (10), აჩიუვა (6), ედვარდსი (4), ჰალიბარტონი (2+7 პასი), ჰარდი (2).
უორტის გუნდი: გრინი(20), საგსი (16), ენტონი(4), ბიჩემი (4), ჯონსი (3), გიდი (2+9 პასი+6 მოხსნა),მაქსი.
რიკ ბერის გუნდი – გარი პეიტონის გუნდი 50:48
ბერის გუნდი: მობლი (13+8 მოხსნა), კანინგჰემი (13+5 მოხსნა+6 პასი), ტეიტი (7+6 მოხსნა), ოკორო (6), დენიელსი (4), შენგუნი (4), ვაგნერი (3).
პეიტონის გუნდი: მაკდანიელსი (12), ჰაილენდი (10), ბარნსი (9), ბოლი (8), დოსუნმუ (5), ჰენდერსონი (2), კუმინგა (2).
ფინალი
რიკ ბერის გუნდი – აიზია ტომასის გუნდი 25:20
ბერის გუნდი: მობლი (5), კანინგჰემი (5), ტეიტი (5), ოკორო , დენიელსი (4), შენგუნი (3), ვაგნერი (3)
აიზიას გუნდი: ბეი (5), სტიუარტი, ბეინი (3), აჩიუვა (12), ედვარდსი, ჰალიბარტონი, ჰარდი (2).
Rising Star-ს საუკეთესო მოთამაშედ კეიდ კანინგჰემი დასახელდა, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას საკუთარ გუნდს 18 ქულა მოუტანა.