საქრთველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ლიგის სუპერფინალის მეორე ტურში მონტენეგროს ნაკრებთან დიდი სხვაობით 8:19 წააგო. ჩვენი გუნდის მეტოქე ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამდენად, მათთამ მარცხი მოულოდნელობა სულაც არ იყო.
ქართველი წყალბურთელები, ხვალ, აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩში, სავარაუდოდ, ჯგუფში მეორეადგილოსანის ვინაობა გაირკვევა.
საქართველოს ნაკრები: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ნიკა შუშიაშვილი, ბორის ვაპენსკი, რევაზ იმნაიშვილი (კ), საბა დვალი, ბექა ქავთარაძე, ვატო დადვანი, მარკო იელაჩა, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი თეთრაძე, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე, ფაბიო ბარალდი, საბა ტყეშელაშვილი.