“ამ ფოტოების შემდეგ, სხვა გოგოებმა, ვისაც მაშინ ვხვდებოდი, მიმატოვეს” – მერაბ დვალიშვილი [VIDEO]

ცოტა ხნის წინ, მერაბ დვალიშვილი, თავისი თანაგუნდელისა და მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგის სამშობლოს ესტუმრა. ქართველმა მებრძოლმა სტერლინგთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად, მზიან იამაიკაში რამდენიმე დღე გაატარა.

ამერიკელი იუთუბერის, Nina Drama-ს ახალ ვიდეოში, მერაბმა კუნძულზე გატარებული დრო ხუმრობთ გაიხსენა:

“იამაიკაში ნამდვილად კარგი დრო გავატარე. უბრალოდ, როცა გოგოებთან გადაღებული ფოტოები დავდე, სხვა გოგოებმა, ვისაც ვწერდი და ვხვდებოდი, ყველამ მიმატოვა, მარტო დავრჩი. თუმცა ახლა ჭკუა ვისწავლე, გოგოებთან თუნდაც ხუმრობით გადაღებული ფოტოები არ უნდა დავდო.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *