UFC 269-ზე მოპოვებული გამარჯვებით, ჩარლზ ოლივეირამ მსუბუქი წონის ქამარი შეინარჩუნა. ამავე წონის ყოფილ ჩემპიონს, MMA-ს სუპერვარსკვლავს, კონორ მაკგრეგორს მასთან დაპირისპირება სურს და თვითერზე პირდაპირ ბრძოლის თარიღი მოითხოვა. მართალია, ნაკლებია იმის შანსი, რომ კონორს ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ სატიტულო ორთაბრძოლა მისცენ, თუმცა ოლივეირამ ირლანდიელსი გამოწვევას ირონიულად მაინც უპასუხა:
“ამ შაბათ=კვირაზე რას იტყვი? მე ჯერ კიდევ ქალაქში ვრჩები და შემდეგი ივენთიც გვიახლოვდება. მოდი გავაკეთოთ ეს პატარავ”.
What do you think about this weekend?
I'm ready, I'm still in town, and there's an up&coming event. Let's go baby https://t.co/BDbI6SzewF pic.twitter.com/yh51OmPLX4
— Charles Oliveira (@CharlesDoBronxs) December 13, 2021
კონორის ხმამაღალ თვითს მსუბუქი წონის გამორჩეული კონტენდერი, ისლამ მახაჩევი გამოეხმაურა: “შენ 30 თებერვალს ჩხუბობ”. რაზეც კონორმა ლაკონიურად უპასუხა: “შენ არავინ ხარ.”