„ანადოლუ ეფესმა“ ბრაიანტი დაიმატა

ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ეფესმა“ საშინელი სტარტი აიღო. მოქმედმა ჩემპიონებმა ტურნირის სტარტზე ზედიზედ 4 მატჩი წააგეს და ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან.კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ დროა გააძლიერონ შემადგენლობა და ნბა-დან წამოსული ელაიჯა ბრაინტის ტრანსფერი „გაჩარხეს“.

რამდენიმე დღის წინ ბრაიანტი „მილუოკი ბაქსმა“ გარიცხა საკუთარი შემადგენლობიდან და ამჟამად იგი თავისუფალი აგენტი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონი ელაიჯამ „თელ-ავივის მაკაბიში“ დაიწყო, თუმცა გაზაფხულზე სათამაშოდ ნბა-ში წავიდა. „მილუოკიმ“ მას კონტრაქტი გაუფორმა და ბრაინტმა საჩემპიონო ბეჭედსაც „გამოკრა“ ხელი.

ბრაიანტმა 2021 წლის ნბა-ს პლეიოფის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 4.5 წუთში მის ანგარიშზე 1.3 ქულა და 1.1 მოხსნა იყო. ელაიჯა 35%-იანი სიზუსტით ესროდა ბურთს მეტოქის კალათისკენ.

ევროლიგის 2020/21 წლების რეგულარულ სეზონში ელაიჯამ 34 მატჩი გამართა „მაკაბის“ მაისურით. ამერიკელი უკანახაზელი პარკეტზე საშუალოდ 23.3 წუთს ატარებდა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 9.8 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *