ფინეთის ქალაქ ესპოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. თავისუფალი პროგრამის წინ ის ლიდერი იყო და გადამწყვეტ ასპარეზობაშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა. თავისუფალ პროგრამაში გუბანოვას გამოსვლა მსაჯებმა 130,10 ქულით შეაფასეს. ორი პროგრამის ჯამში კი, ანასტასიას 199,91 ქულა დაუგროვდა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა.
გუბანოვამ მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ლეონა ჰენდრიქს ექვსი ქულით გაუსწრო. მესამე ადგილი კი, შვეიცარიელამ კიმი რეპონდმა დაიკავა.