ნიკ კირიოსის ახალმა მეგობარმა გოგონამ – კიარა პასარიმ ისაუბრა ინცინდენტზე, რომელშიც ჩოგბურთელი ანა კალინსკაია მონაწილეობდა.
„ერთხელ კალინსკაიამ დაგვინახა ღამის კლუბში მე და ნიკი, ეჭვიანობისგან გაგიჟდა, ჯერ ლუდის ქილა ისროლა ჩვენი მაგიდისკენ, შემდეგ მოვიდა და ნიკს პირდაპირ სახეში გაარტყა სილა. ამითაც არ დაკმაყოფილდა – მთელი საღამოს განმავლობაში თავს არ მანებებდა და მაწუხებდა. ცდილობდა დისკომფორტი შეექმნა ჩემთვის.
იმდენი მოახერხა, რომ ძალის გამოყენებით ზუსტად იმ ტაქსში ჩაჯდა, რომლითაც ჩვენ მივდიოდით კლუბიდან.
სასტუმრომდე ერთად „ვიმგზავრეთ“, შემდეგ სკანდალები მოაწყო და ცდილობდა სასტუმროს ნომერში შემოგვარდნოდა.
დასკვნა: ანა კალინსკაია გიჟია.
და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ მას ახალი ბოიფრენდი ყავს.
ნამდვილად არ გატყუებთ, ნიკსაც შეუძლია რომ დაადასტუროს ჩემი სიტყვები“.
შეგახსენებთ, რომ ნიკ კირიოსი და ანა კალინსკაია ერთმანეთს 2020 წლის მარტში ხვდებოდნენ, თუმცა 1 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.