ანგისამ კონტრაქტი გაახანგრძლივა!

ნაპოლის კამერუნელმა ნახევარმცველმა, ზამბო ანგისამ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა! ეს ყველაფერი არ არის, კონტრაქტში პუნქტია, რომლის მიხედვითაც, მინიმალური პირობების შესრულების შემთხვევაში, ის 2027 წლამდე გახანგრძლივდება!

 

26 წლის ფეხბურთელი, გუნდის ერთერთი ლიდერია და პარტენოპეის წარმატება დიდწილად მას უკავშირდება.

 

2021 წელს, კამერუნელი ნაპოლიმ ფულჰემიდან დაიმატა, რა დროშიც მონაწილეობა 47 შეხვედრაში მიიღო და 3 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *