ანდერსონ სილვა და ტიტო ორტიზი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

UFC-ს ყოფილი ჩემპიონები, ანდერსონ სილვა და ტიტო ორტიზი ერთმანეთს კრივის რინგზე დაუპირისპირდებიან. ბრძოლა 10 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული და 88 კგ კატეგორიაში გაიმართება. დაპირისპირებას სტეიპლს ცენტრი უმასპინძლებს, 8 რაუნდიან ბრძოლას ლეგენდები 10 ზომა ხელთათმანებით ჩაატარებენ.

46 წლის ანდერსონ სილვამ UFC წაგებათა სერიის გამო დატოვა, თუმცა წარმატებული აღმოჩნდა მისი დაბრუნება კრივში – 19 ივნისს სილვამ საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, ცესარ ჩავეზ ჯუნიორი დაამარცხა. რაც შეეხება ტიტო ორტიზს, UFC მანაც წაგებათა სერიით დატოვა, თუმცა ეს 2012 წელს მოხდა. მას შემდეგ ორტიზმა სხვადასხვა ორგანიზაციებში იასპარეზა და ამ ეტაპზე დოსიეში ზედიზედ 3 გამარჯვება უმაგრებს ზურგს. ბოლოს ორტიზმა 2019 წელს იბრძოლა. ლეგენდების დაპირისპირება Thriller-ის ეგიდით გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *