ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა ანდრეა პირლომ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და მანჩესტერიდან მის წასვლას გამოეხმაურა.
“ვფიქრობ რონალდუს დიდი ხანია იმ თემებზე საუბარი უნდა, რაზეც ინტერვიუში ილაპარაკა. მეეჭვება ამას დიდი ზეწოლა მოეხდინა პორტუგალიის ნაკრებში მის თამაშზე, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მანჩესტერზე მუნდიალის დროსაც ჰკითხავდნენ. ის თითქოს მოსაშორებელი კბილივით მოიშორეს. კრიშტიანუსთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის საინტერესო პერსონაჟი და ნამდვილი პროფესიონალია.” – ციტირებს პირლოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მის ბოლო ინტერვიუში მანჩესტერის ხელმძღვანელობა, მოქმედი და ყოფილი მწვრთნელები გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელმა ოფიციალურად დატოვა გუნდი და ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.