ანდრეი შევჩენკო: გთხოვთ მხარი დაუჭირეთ ჩვენს ქვეყანას

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრაზე ისაუბრა.

“დილაადრიან დაიწყო რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომი. ჩემი ოჯახი და ჩემი ხალხი საფრთხის ქვეშაა. 

უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა სურთ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ქვეყანას. რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებ შეწყვიტოს აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. 

ჩვენ მშვიდობა გვინდა, ომი არ არის გამოსავალი, ომი არ გვჭირდება.”-განაცხადა უკრაინელმა სოციალურ ქსელში.

Leave a comment

Your email address will not be published.