უკვე მე-11 თვეა რაც უკრაინა – რუსეთს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამ თემას სოციალურ ქსელში ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“სპორტში პოლიტიკა არ არსებობს, მაგრამ ეს ომი პოლიტიკაზე მეტია. მაღალი დონის სპორტული ტურნირები არის შანსი, რომ მთელ მსოფლიოს გაუზიარო შენი მესიჯები. თუ რუსი ან ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე მონაწილეობას მიიღებენ, ამით ოლიმპიური კომიტეტი იტყვის, რომ ომი დამთავრდა და ყველას ყველაფერი უნდა ვაპატიოთ.
ომი არ დასრულებულა. ყოველ დღე ომი ჩვენს ქალაქებს ანგრევს, უნგრევს ბავშვებს ბავშვობას და საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობისთვის და დავიცავთ თავისუფლებას.
მოვუწოდებ ოლიმპიურ კომიტეტს, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტურნირზე არ დაუშვან, მანამ სანამ ომი არ დამთავრდება.” – დაწერა ანდრეი შევჩენკომ ფეისბუქ გვერდზე.