ანეტ კონტავიეტის ზღაპარი გრძელდება

რუმინეთის ქალაქ კლუჟში დასრულდა ქალთა 250-იანთა ტურნირი. ფინალის წინ ანეტ კონტავიეტს სამმაგი მოტივაცია ქონდა – თუ სიმონა ჰალეპს დაამარცხებდა, კარიერაში მეხუთე ტიტულს მოიგებდა, დებიუტი ექნებოდა ტოპ 10-ში და კვალიფიკაციას გაივლიდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც მექსიკის ქალაქ გვადალახარაში უნდა გაიმართოს.

შეხვედრის სტარტზე ორივე ჩოგბურთელმა თითო-თითო გეიმი მოიგო საკუთარ ჩაწოდებაზე 1:1, რის შემდეგაც ანეტი „აფეთქდა“ – ზედიზედ 4 გეიმი აიღო და პირველ სეტში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა 5:1. სომონამ თითქოს გაიბრძოლა, შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა, თუმცა პარტია მაინც წააგო 2:6.

null

ჰალეპმა მეორე სეტი ბევრად უკეთესად დაიწყო – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა, რასაც ისევ ესტონელის „გაქცევა“ მოყვა, რომელმაც ამჯერად მიჯრით 5 გეიმი მოიგო 5:2.
ჰალეპმა საკუთარი პუბლიკის წინაშე ბევრი იწვალა, იბრძოლა, 3 მატჩპოინტიც მოიგერია, თუმცა ანეტმა მეოთხე მცდელობით მაინც მოიგო მატჩი და სამმაგი მისია შეასრულა.

საინტერესო ფაქტები

ანეტ კონტავიეტმა კარიერაში მეხუთე, ხოლო მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტული მოიგო.

მას შემდეგ, რაც ესტონელმა ჩოგბურთელმა მთავარ მწვრთნელად დიმიტრი ტურსუნოვვი აიყვანა, მის შეჩერება თითქმის წარმოუდგენელია- 29 მატჩიდან 26 აქვს მოგებული.

კონტავიეტს დარბაზებში (დახურულ სივრცეში) ზედიზე 15 მატჩი აქვს მოგებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *