ანორთოსისის ქართველი გმირები – კაჭარავას გოლი და ლორიას ბრწყინვალე სეივები (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში, თასის მოქმედი გამარჯვებული ანორთოსისი მოქმედ ჩემპიონ ომონიას ესტუმრა. თემურ ქეცბაიას გუნდმა 1:0 გაიმარჯვა. ეს ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ გაიტანა. მოგეხსენებათ ნიკას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და გოლი დახლოებით 1 წლიანი პაუზის შემდეგ შეაგდო. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

ასევე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი ლორიამ, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ლორია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და ფამაგუსტელთა მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. ნიკა ნინუა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გახლდათ.

ანორთოსისი 9 ქულით მე-6 ადგილზეა და შემდეგ ტურში პაფოსს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *