ანორთოსისი კაჭარავასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს (ვიდეო)

გადაწყვეტილია, რომ ნიკა კაჭარავა ანორთოსისს დატოვებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი აპოელი 4:2 ომონიას მატჩს დაესწრო, სადაც გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა, ეპიზოდი გურამ კაშიამ ვიდეოზე გადაიღო, ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ კაჭარავას თანამემამულეს გოლი უხარია.

ხსენებულ ფაქტს საკმაოდ ცუდი რეაქცია მოჰყვა ანორთოსისის ფანების მხრიდან. ფამაგუსტელთა გულშემატკივრები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კაჭარავას კონკურენტი გუნდის გოლის სიხარული არ უნდა ეპატიოს და მან ანორთოსისი უნდა დატოვოს.

დღეს კაჭარავა ანორთოსისის ხელმძღვანელობას შეხვდა და კლუბმა მას პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცა. კვიპროსული გუნდის საიტის ცნობით, ნიკამ მოიბოდიშა, თუმცა მიუხედავად ამისა ანორთოსისმა იგი ვარჯიშიდან მოკვეთა. ბოლო ცნობებით, ანორთოსისი კაჭარავასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავა კარგა ხნის მანძილზე ტრავმირებული იყო და ბევრი გაუცდა. ანორთოსისში, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაიაა და რომლის ღირსებას გიორგი ლორიაც იცავს, ნიკამ ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *