ანრი ბარსელონაში? ფრანგის დაბრუნება რეალურია

ტიერი ანრიმ შესაძლოა ბარსელონა ჩაიბაროს. კატალონიელთა ხელმძღვანელები რონალდ კუმანის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და მის შემცვლელს ეძებენ, ერთ-ერთი კანდიდატი კი სწორედ ანრია. ინფორმაცია Mundo Deportivo-მ გაავრცელა.

ანრი ამჟამად ბელგიის ნაკრებში მუშაობს, სადაც რობერტო მარტინესის ასისტენტია. ცნობისთვის, კუმანის შეცვლის ერთერთ კანდიდატად სწორედ მარტინესიც განიხილება.

პირველი შემთხვევა არ არის როცა ბარსას მწვრთნელად ანრის დანიშვნა სურს. ესპანელები ფრანგს 2017 წელსაც იწვევდნენ, თუმცა მაშინ ბლაუგრანა ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ანრი ფეხბურთელობისას ერთი ხანობა ბარსელონაშიც თამაშობდა. კატალონიელთა ღირსებას იგი 2007-10 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ლა ლიგა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *