ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ტოტენჰემზე იხუმრა, რა გუნდია, არ გამიგიაო… ეს ერთ-ერთი ფრანგული არხის საფეხბურთო გადაცემაში.
სანამ რენი-ტოტენჰემის მატჩი დაიწყებოდა, წამყვანმა განაცხადა:
„რენმა ზედიზედ ორჯერ წააგო. ეს კი საყურადღებოა ტოტენჰემთან თამაშის წინ“.
ანრიმ კი მაშინვე შეაწყვეტინა:
„ბოდიშით, ვისთან თამაშის წინ? ეგ გუნდი არ გამიგია“.
არსენალი და ტოტენჰემი, როგორც იცით, მაინცდამაინც ტკბილი მეგობრები არ არიან (რბილად რომ ვთქვათ). ანრის კი არსენალის მაისურით ბევრჯერ ჰყავს გამწარებული…