ანტეტენკუმპოს სამმაგი დუბლი და განადგურებული “გოლდენ სტეიტი”

NBA-ს რეგულარული სეზონის, იანვრის თვის ცენტრალური შეხვედრა მილუოკიში შედგა. ადგილობრივმა “ბაქსმა” დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს – “გოლდენ სტეიტს” უმასპინძლა და მეტოქე 118:99 გაანადგურა.

ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა დღევანდელ მატჩს – სტუმრებს დრაიმონდ გრინი აკლდათ, ხოლო ლიგის მოქმედ ჩემპიონებს ჯრუ ჰოლიდეი.

null

შეხვედრის პირველივე წუთებიდან “მილუოკიმ” იანის ანტეტენკუმპოს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე ხელთ იგდო უპირატესობა და მოპოვებული ჰანდიკაპი მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვია ხელიდან.ბერძენი კალათბურთელი ერთნაირად კარგი იყო მოედნის ორივე ნახევარზე – როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. “გრიკ ფრიკმა” გარკვეულ მომენტებში გამთამაშებლის ფუნქციაც შეითავსა და თანაგუნდელებს ჯამში 11 შედეგიანი პასი მიაწოდა. იანისს არ გასჭირვებია მიმდინარე სეზონში რიგით მესამე სამმაგი დუბლის შესრულება – 30 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი (28-ე კარიერული სამმაგი დუბლი).

null

პირველი მეოთხედი “ბაქსმა” 37:21 მოიგო და და დიდი განაცხადი გააკეთა მატჩის მოგებაზე. მასპინძლებმა აღებული ტემპი აღარ დააგდეს და დიდი სიამოვნებით განაგრძეს მეტოქე გუნდის განადგურება. როდესაც ანტეტენკუმპო ისვენებდა, მოედანზე ლიდერობა აიღო საკუთარ თავზე კრის მიდლტონმა, რომელმაც ჯმაში 23 ქულა დააგროვა, 20 ქულა ქონდა ბობი პორტისს.

null

პირველი ტაიმის შემდეგ “მილუოკი” 77:38 იგებდა, შეხვედრაში ინტრიგა დიდი ხნის მკვდარი იყო და მთავარმა მწვრთნელებმა მოედანზე სათადარიგოს კალათბურთელებს უხმეს. 6 წუთი გაატარა პარკეტზე სანდრო მამუკელაშვილმა, რომლის ანგარიშზეც ერთადერთი შედეგიანი გადაცემა იყო.
“ვორიორზის” რიგებში ცუდი მატჩი ქონდა “სფლეშ ბრაზერსს” – კარი+ტომფსონის დუეტმა 22-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ და მხოლოდ 7 ჩააგდო (სამქულიანები 13-დან 4).

null

“ბაქსმა” იოლად მიიყვანა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე (118:99) და აღმოსავლეთ კონფერენციაში, ტოპ 4-ში გაიმაგრა ადგილი. მიუხედავად მარცხისა, “გოლდენ სტეიტმა” მაინც შეინარჩუნა დასავლეთში მეორე პოზიცია.

Leave a comment

Your email address will not be published.