NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ FISERV FORUM-ზე უმასპინძლა “ნიუ ორლეანს”.
სტუმრები შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ ზაიონ უილიამსონი, ბრენდან ინგრამი და სი ჯეი მაკალუმი.
ლიდერების გარეშე დარჩენილმა “პელიკანსმა” მატჩი 110-135 დათმო და ზედიზედ მეშვიდე მარცხი იწვნია.
მატჩის გმირი იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც 50 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ბერძენმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 26 ნასროლი ბურთიდან 20 ზუსტად მოათავსა მეტოქის კალათში (4-დან 3 სამქულიანი, 12-დან 7 საჯარიმო).
“ბაქსმა” პირველი მეოთხედი 37-19 მოიგო და შეხვედრაში ინტრიგა ფაქტიურად მოკლა. ანტეტენკუმპოს პირველი ტაიმის შემდეგ 29 ქულა+10 მოხსნა ქონდა და მარტო იგებდა მატჩს.
შეხვედრის მეორე ნახევარი “გარბიჯ თაიმად” იქცა, პარკეტზე 3 წუთით ვიხილეთ სანდრო მამუკელაშვილიც, რომელმაც 2 ქულის აღება მოასწრო.
“მილუოკიმ” უკანასკნელი 7 მატჩიდან ხუთში შეძლო 130+ ქულის ჩაგდება.
მილუოკი – ნიუ ორლეანი 135:110 (37:19, 25:25, 44:44, 29:22)
მილუოკი:ი.ანტეტენკუმპო (50 + 13 მოხსნა), ჰოლიდეი (17 + 7 მოხსნა + 6 პასი), ლოპესი (15 + 8 მოხსნა), ალენი (8), კონოტონი (6) – სასტარტო; ინგლსი (9), მიდლტონი (9), მეტიუზი(8 + 9 მოხსნა), კარტერი (6), ნვორა (5), მამუკელაშვილი (2), ბუშემი (0), ტ.ანტეტენკუმპო (0).
ნიუ ორლეანი: ალვარადო (18 + 6 პასი), მერფი (16), ვალანჩუნასი (16), ჯონსი (11), მარშალი (8 + 6 პასი) – სტარტი; ლიუსი (15), გრეჰემი (10), ნენსი (10 + 12 მოხსნა), ჰეისი (6).